ჩვენ ვაგვარებთ თქვენ პრობლემებს
LBP - თანამედროვე და დინამიკური იურიდიული კომპანია, რომელიც კლიენტებს მათ სურვილებსა და მიზნებზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. LBP Law Office-ი სამმა თანაკურსელმა- მიხეილ რეხვიაშვილმა, საბა ქევხიშვილმა და გიორგი შალამბერიძემ დააფუძნეს. დღეს, LBP Law Office-ის პორტფელი ასზე მეტ სტარტაპს, საშუალო ზომის საწარმოსა და მსხვილ კომპანიას აერთიანებს.
კლიენტის ინტერესების დაცვა - LBP Law Office-ის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ფილოსოფია პრაქტიკულია და საქმითაც დასტურდება, რადგან ამ დრომდე, იურიდიული დახმარების გარდა, რამდენიმე კლიენტმა საკუთარი ბიზნესის მართვაც ჩაგვაბარა.
კლიენტების მიმართ ერთგულება და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების შეთავაზება არის ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების ღრმა ცოდნის, გლობალური სანაცნობო წრისა და წარმატების არაერთი მაგალითის კომბინაციით, ჩვენს კლიენტებს რთული იურიდიული და ბიზნეს პრობლემების მარტივ გადაწყვეტებს ვთავაზობთ.
