
გიორგი შალამბერიძე

გიორგი შალამბერიძე არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადვოკატი, რომელიც არის იურიდიული კომპანია LBP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული ინტერესის სფეროები მოიცავს კორპორაციულ სამართალს, ინვესტიციებს და კერძო კაპიტალს, ენერგეტიკასა და განახლებად ენერგიის წყაროებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპებს, აუთსორსინგსა და კიბერუსაფრთხოებას. საკუთარი იურიდიული პრაქტიკის დაწყებამდე გიორგის ეკავა პოზიციები დიდი ოთხეულის წევრ PricewaterhouseCoopers-ში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან აგრეთვე მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, გიორგიმ განათლება გააგრძელა მსოფლიოს ყველაზე დიდ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ვაშინგტონში, სადაც მან 2023 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში სრული დაფინანსებით. გიორგის ბევრ მიღწევებს შორისაა ის, რომ იგი არჩეულ იქნა ჯორჯთაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტური ასოციაციის დელეგატად, სადაც ის წარმოადგენდა მის 600-ზე მეტ თანაკურსელს. (მას მოგვიანებით მიენიჭა საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდოც). ასევე, გიორგის მიენიჭა ფაკულტეტის სტუდენტური ელჩის სტატუსიც. გარდა ამისა, ის ესწრებოდა McDonough School of Business-სა და Edmund A. Walsh School of Foreign Service-ში ლექციებს, სადაც მან გაიღრმავა ცოდნა გლობალური ბიზნესისა და გეოპოლიტიკის მიმართულებით. ჯორჯთაუნში ყოფნისას, გიორგი იყო სხვადასხვა სტუდენტური კლუბის წევრიც, რომელთა შორისაცაა: SFS Committee on China, Anti-Poverty Society და International Arbitration Society.
გიორგის ძლიერმა ინტერესმა დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ, უბიძგა მას გაევლო ევროკავშირის სამართლის კურსები უტრეხტის უნივერსიტეტში, სამართლისა და გლობალიზაციის კურსები ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში და ასევე შეესწავლა გერმანული სამართალი გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) სტიპენდიის მეშვეობით. მას აგრეთვე მოპოვებული აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლის სერთიფიკატი ინტელექტუალური საკუთრების სამართალშიც.
2023 წლიდან, გიორგი არის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი გეოპოლიტიკის მიმართულებით.