მიხეილ რეხვიაშვილი

მიხეილ რეხვიაშვილი არის მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი. მის ინტერესების სფეროში შედის კორპორაციული სამართალი, ინვესტიციები და კერძო კაპიტალის მართვა, ფინანსები და საბანკო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, უძრავი ქონება და საგადასახადო საკითხები. მიხეილი არის იურიდიული კომპანია LBP-ის თანადამფუძნებელი. მანამდე მას ეკავა მთავარი იურისტის პოზიცია სამშენებლო კომპანია Smart Solutions Construction-ში.
მიხეილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი, რის შემდეგაც მან მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მიხეილი ხშირად ესწრებოდა ბიზნეს სამართლისა და ეკონომიკური სამართლის ლექციებს და ამ გზით მან გაიღრმავა ცოდნა ორივე მიმართულებით.
მიხეილი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო იურიდიულ კონფერენციებსა და კურსებში. 2019 წელს, მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის პროექტში, სრული დაფინანსებით. ასევე, მიხეილმა გაიარა სამართლებრივი ეთიკის კლინიკა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენის მიერ. მან ასევე უმაღლესი შეფასებით დაასრულა ჰარვარდის სამართლის სკოლის საავტორო უფლებების კურსი.